ვოლსკი ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე: დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, თქვა ის, რასაც “ნაცმოძრაობა” ამბობს

„საერთოდ, ფულის დარიგება, მით უმეტეს – მასობრივი დარიგება, არ იმალება და ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, ანდა სერიოზულ გეგმებს უკავშირდება ის, რასაც ახლა “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სანდრა რულოვსს ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნებში ნაკლები შანსი აქვს.
„სანდრა რულოვსს ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნებში ნაკლები შანსი აქვს. ამას უნდა მოყვეს პროტესტი და არა – აღიარება იმისა, რომ მათმა მერობის კანდიდატმა არჩევნები წააგო. აქედან გამომდინარეობს თანხებზე საუბარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ოპოზიცია ზუგდიდელი ამომრჩევლის „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები