ირაკლი ლატარია: უსუფაშვილმა მხარი დაუჭირა შავგულიძეს და ეს რას ნიშნავს?

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია დავით უსუფაშვილის მხრიდან შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, მან მხარი დაუჭირა საკუთარი პარტიის სამუდამოდ გაქრობას.
„დავით უსუფაშვილმა მხარი დაუჭირა შავგულიძეს და ეს რას ნიშნავს? მან მხარი დაუჭირა: ბოკერიას, ცხრაწლიან მმართველობას, მოლაშვილის მკვლელობის გამართლებას, გირგვლიანის საქმის წინააღმდეგ წასვლას, 300 ათასი უკანონო პატიმრობის „გაპრავებას“, სააკაშვილის მიმდევრობას, საკუთარი პრინციპების ფეხქვეშ გათელვასა და, ბოლოს, მან მხარი დაუჭირა ისედაც 1%-იანი საკუთარი პარტიის სამუდამოდ გაქრობას!!! ეს მისი არჩევანია“, – წერს ლატარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.
დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შალვა შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები