“ასწიონ პარლამენტარებმა ბალიშებიდან შვიდ საათზე თავები და რვა საათზე სხდომები დაიწყონ“
ასწიონ პარლამენტარებმა ბალიშებიდან თავები შვიდ საათზე და სხდომები რვა საათზე დაიწყონ – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ტელეიმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა და ევროპის პარლამენტების მაგალითები მოიყვანა. როგორც ვასაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტი მუშაობას რვა საათზე იწყებს.
“თუ გვსურს, რომ ევროპას დავემსგავსოთ, საქმის კეთება სხვა რაღაცებით დავიწყოთ, მაგალითად, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტი მუშაობას რვა საათზე იწყებს, ჩვენი პარლამენტი სხდომას 12 საათზე იწყებს. 12 საათზე ევროპული პარლამენტები შესვენებაზე გადიან. ასწიონ ბალიშებიდან თავები შვიდ საათზე და სხდომები რვა საათზე დაიწყონ. ბევრი ჩვენი პარლამენტარი ზელანდიელ მორკინალზე მძიმე რომაა, დაემსაგავსონ ევროპელ პარლამენტარებს, რაღა უკუღმართად უნდათ ევროპელებისთვის მიბაძვა“, – განაცხადა ვასაძემ.