ლევან ვასაძე : მათ არ ესმით ანტიდისკრიმინაციული კანონის კოლოსალური საფრთხე

დიდი იმედი მქონდა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ უმსგავსო კანონს ხელს არ მოაწერდა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრისას განაცხადა. როგორც ვასაძემ განმარტა, ამ თემაზე მისი და მარგველაშვილის შეხედულებები არ ემთხვევა, თუმცა მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი მის ძვირფას მეგობრად რჩება.
“რაც გიორგი პრეზიდენტი გახდა, სულ ერთ-ორჯერ ვართ შეხვედრილები, მაგრამ მე ამ თემატიკაზე მისი შეხედულებები ვიცი და ის, მართლაც, განსხვავდება ჩემი შეხედულებებისგან. ეს ჩემთვის და, ალბათ, მისთვისაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ის ამ მოვლენაში მთავარი პერსონაჟი არაა, მაგრამ მგონია, რომ ყველა ძალიან ცდება, როცა ამ კანონს მხარს უჭერს. მათ არ ესმით ამ კანონის კოლოსალური საფრთხე“, – განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები