ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, ავარიის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცხრამუხასთან მომხდარი ავარიის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქორწინო ექსკორტის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
დაშავებულთაგან, სხვადასხვა დაზიანებით, 6 ახალგაზრდა ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.