როენა ხუცურაულმა და ზინაიდა ქორიძემ საპატიმრო დატოვეს
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა, როენა ხუცურაულმა რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. ამის შესახებ „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება, როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებულ ზინაიდა ქორიძეს, მან საპატიმრო გუშინ დატოვა. ორივე ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
ცნობისათვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელს, როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო გუშინ შეეფარდათ, როენა ხუცურაულს 30 000 ლარის, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000 ლარის ოდენობით.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.