მოსამართლემ “მამიდა” და ზინაიდა ქორიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ბრალდებული როენა ხუცურაული 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლდა.
ამასთან, მოსამართლემ 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, ზინაიდა ქორიძე.
ბრალდებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.
როენა ხუცურაული და ზინაიდა ქორიძე სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დააკავეს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობს.