ევროპული კოლეგიუმი გერმანიის მთარგმნელობით სახელოსნოში მონაწილეობის მსურველებს იწვევს

   2014 წლის 6-დან 10 მარტის ჩათვლით გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მთარგმნელთა გერმანული ფონდი, ევროპული კოლეგიუმი ქალაქ შტრალენიში ხუთდღიან მთარგმნელობით სახელოსნოში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს. სახელოსნო პროზაული ნაწარმოებების იმ თარგმანებზე იმსჯელებს, რომლებსაც მისი მონაწილენი განაცხადის შემოტანისას გამოაგზავნიან. სახელოსნოს ეყოლება ორი ხელმძღვანელი, რომლებიც წარმართავენ საუბრებს და დისკუსიების დროს მოდერატორის როლსაც შეასრულებენ. მთარგმნელობითი სახელოსნოს მიზანია, ლიტერატურის გერმანულად მთარგმნელთა ან თარგმნის მსურველთა შორის ახალი, ნიჭიერი სახელების აღმოჩენა და ლიტერატურის თარგმნის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სახელოსნოს მაქსიმუმ 6 მონაწილე დააკომპლექტებს. განაცხადის შემოტანა გერმანულენოვან გამოცდილ და ახალბედა მთარგმნელებს შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები