მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაბარებაზე: რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი

“რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი”, – აღნიშნული განცხადება პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ში დაკითხვაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„დღეს სუსი-დან მოვიდა წარმომადგენელი და მითხრა, რომ დღეს, 15:00 საათზე უნდა მოხვიდეთ დაკითხვაზეო. მე ვკითხე, შეიძლება ჩემს იურისტებს დაველაპარაკო-მეთქი?! რამდენადაც ვიცი, ხვალ, 15:00 საათისთვის ვიყავი დაბარებული. ამ წუთას დაველაპარაკები იურისტებს და შემდეგ გიპასუხებთ. მათ მაშინვე მოაწერეს ხელი, რომ ეს ადამიანი თანახმა არ არის, დაკითხვაზე გამოგვყვესო და წავიდნენ. ჩემს პასუხს არ დაელოდნენ. ჩემი გადაწყვეტილება არის ასეთი – რასაც ჩემი ორი იურისტი მეტყვის, ისე მოვიქცევი”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან გაშლილ კარავში დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მან არ ჩაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები