სანდრა რულოვსი  გიორგი შენგელიას დებატებში გამოწვევას ვიდეომიმართვით პასუხობს (ვიდეო)

ზუგდიდის მერობის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა, გიორგი (გეგა) შენგელიამ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი დებატებში გამოიწვია. ოპონენტის გამოწვევას სანდრა რულოვსმა ვიდეომიმართვით უპასუხა, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ოცნების” კანდიდატს ვთავაზობ, ვისაუბროთ ღია სივრცეში და არა – ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიაში – ხალხთან ერთად, რომელიც დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და ამას დაესწრება ყველა ტელევიზია”, – ამბობს სანდრა რულოვსი.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ორი დღის წინ სანდრა რულოვსი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” დებატებში გამოიწვია.
“ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ ბევრ საკითხზე. მე მინდა, დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონი სანდრა რულოვსი დებატებში ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, სადაც შეგვეძლება, პირისპირ ვისაუბროთ ყველა ამ საკითხზე პირდაპირ ეთერში და ხალხისთვის თვალსაჩინოები გავხდეთ​, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები