კახა კალაძე: ომის ვეტერანებმა თავგანწირვის ფასად მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობა იხსნეს ფაშიზმისგან

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში იმყოფებოდა. მან ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მათ გმირობის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს.
„მინდა, მოგილოცოთ ფაშიზმე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. მათ თავიანთი გმირობის ფასად, თავგანწირვის ფასად მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობა იხსნეს ფაშიზმისგან. 74 წელი გავიდა მას შემდეგ. სამწუხაროა, რომ, ყოველწლიურად, ვეტერანები გვაკლდებიან. მინდა, მათ ჯანმრთელობა ვუსურვო, პირველ ყოვლისა, დიდხანს სიცოცხლე, სიძლიერე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრემიერმინისტრმა – მამუკა ბახტაძემ, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის შედეგად, საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები