ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პრორუსული ორგანიზაციებისა და მათი მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართება

მოძრაობის #არაოკუპაციას წარმომადგენლები კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
გარდა ამისა, „საქართველოს უკვდავი პოლკის“ სახელით ვაკის პარკისკენ აქცია-მსვლელობის მოწყობას საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციები აპირებენ.
ისინი, ტრანსფარანტებით ხელში, ფეხით გაივლიან ჭავჭავაძის გამზირსა და ვაკის პარკში მიმდინარე ღონისძიებას შეუერთდებიან.
თავის მხრივ, მოძრაობის #არაოკუპაციას წევრები “უკვდავი პოლკის” აქციის საპირისპირო აქციას გამართავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი აქცია მშვიდობიანია და მიმართულია იმისკენ, რომ გააპროტესტონ ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის მხარდამჭერი პოზიციები.
აქციის მონაწილეების თქმით, აქციაზე “პროდასავლური ხმა უნდა გაისმას ხმამაღლა”.
რაც შეეხება ორი აქციის მიმდინარეობის პარალელურად შესაძლო პროვოკაციებს – მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათი მხრიდან არავითარ ძალადობას ექნება ადგილი.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
პოლიციას ტერიტორია ორ ნაწილად აქვს გაყოფილი, რათა ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან გამიჯნულები იყვნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები