შსს რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობის დროებით აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რიკოთის გვირაბში, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მაისს, დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გვირაბის გავლით ავტომანქანების გადაადგილება, ასევე, აიკრძალება 9 მაისს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე.
რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.
გვირაბში სარემონტო სამუშაოები 7 მაისს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები