ილია მეორემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გამართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი – რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი – იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.
​მათივე ცნობით, სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.
​სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები