შსს ხვალ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებსა და კანონის მოთხოვნებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის – „თავისუფლების ქარტიას“ თანახმად, აკრძალულია კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები