გიორგი შენგელია: ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, მე მაქვს კონკრეტული გეგმები, რაც მუნიციპალიტეტს წაადგება
“ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, მე მაქვს კონკრეტული გეგმები, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს წაადგება”, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში, თოქშოუში “პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა.
გიორგი შენგელიას თქმით, ის არის ზუგდიდელი, დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში და, შესაბამისად, კარგად იცნობს აქ არსებულ პრობლემებსა და მოსახლეობის საჭიროებებს.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა – ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, თხილის სექტორში არსებული პრობლემა და დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი.