“პირველი რესპუბლიკის მოედანზე” ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 მაისს, 12:00 საათამდე “პირველი რესპუბლიკის მოედანზე” ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.