გიორგი შენგელია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან
“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან”, – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა.
როგორც შენგელია განმარტავს, ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. აღდგება 10 და რეაბილიტირდება 100-ზე მეტი ქუჩა.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან, იხარჯება 50 მილიონზე მეტი იმისთვის, რომ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს. ამ დროისთვის, ზუგდიდში იმდენი ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს, რომ გადაადგილება შეფერხებულია და ეს პროცესები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ქუჩა არ იქნება რეაბილიტირებული“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში წყალმომარაგების მიმართულებით მთავარ პროექტზეც ისაუბრა.
„ზუგდიდელებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი წყლის პრობლემაა, რაზე მუშაობაც მიმდინარეობს და 2019 წელს დასრულდება, 2021 წელს კი წყალარინების პროექტის დასრულება იგეგმება, რაც ისტორიული მოვლენაა და თავის გამწმენდ ნაგებობასთან ერთად პირველად ექნება ზუგდიდს”, – აღნიშნა შენგელიამ.