დავით სერგეენკო მარნეულში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
მარნეულში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის ინიციატივით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა. მინისტრი მათ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ასევე, მოისმინა სამედიცინო საზოგადოების ადგილობრივი წარმომადგენლების საჭიროებები.
“პრობლემები, რომელიც სამედიცინო სფეროს მიმართულებით არის, საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებას. იმისათვის, რომ სიკეთე და მხარდაჭრა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეხვედრას ესწრებოდა მერობის კანდიდატ ზაურ დარგალთან და დავით სერგეენკოსთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, აჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.