ევროპის დღეების ფარგლებში დავით ზალკალიანი უფროსკლასელებსა და სტუდენტებს შეხვდება
8 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სემინარი: „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ იხსნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი სემინარი ევროპის დღეების ფარგლებში იმართება, სადაცმონაწილეობენ უფროსკლასელები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი სემინარის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰერცელი, შერიგებისა და სამოქა ლაქო თანასწორობის საკითხებში ს აქართველოს სახელმწიფო მინისტრი ს მოადგილე ლია გიგაური და USAID-ის წარმომადგენელი.
ღონისძიებას გახსნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.
სემინარის მიზანია ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მნიშვნელოვანია, რომ სემინარზე მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას მონაწილეებმა გამოყენებენ დაგეგმილ პროექტებში., რაც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობების ევროპული ინტეგრაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.
პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ისინი მოგვიანებით გახდებიან კომუნიკატორები თავიანთ რეგიონებში ევროინტეგრაციის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისსაკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.