დარჩელში N1 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე კომპაქტით, განსაზღვრული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების აქტივობების ფარგლებში, დარჩელის N1 სკოლის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. დარჩელის სკოლა თანამედროვე ტექნიკით აღიქურვება და საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. დარჩელის მკვიდრმა “კვირასთან” საუბარში განაცხადა, რომ სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მის მშენებლობას ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.
“ეს სკოლა წლები იყო ავარიულ მდგომარეობაში და კარგია, უკვე კეთდება. ხელს შეუწყობს ბავშვებს მიიღონ განათლება კარგ პირობებში. იმედია, მალე დასრულდება რეაბილიტაცია.ჩ ვენთან არაფერი არ გაკეთებულა წლებია. ახლა გზასაც გვიკეთებენ და ძალიან გვიხარია. იმედი გვაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი გაკეთდება”, – განაცხადა დარჩელის მცხოვრებმა.
ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, დარჩელისთვის წლების მანძილზე არათუ სკოლა არამედ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა და ძალზედ მნიშვნელოვანია სკოლის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები