გიორგი შენგელია: მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, გიორგი შენგელია საქართველოს ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ანაკლიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
პრაქტიკულად, დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 10 188 800 ლარია.
პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი, მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაონიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. უკვე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.  დაგეგმილია 17 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა.
2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტი აზიის განვითრების ბანკის მიერ 18,448,942 ლარით ფინანსდება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანსა და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.
,,წელს ანაკლია-განმუხურში საზაფხულო სეზონს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და მიმზიდველი ტურისტული გარემოთი ვხვდებით. ანაკლია-განმუხურში ჩასულ ტურისტებს სრულად განახლებული სანაპირო ზოლი, ინფარსტრუქტურა, მინისტადიონები, რეაბილიტირებული ხიდი, ამფითეატრი და რესტორანი დახვდებათ. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები