ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს მაია ცქიტიშვილი და ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ

ვიცეპრემირმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მაია ცქიტიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი, მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
უკვე მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა საპროექტო სამუშაოები. დაგეგმილია 17 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა. პროექტის შესრულების ვადაა 2020 წელი.
„გზების დეპარტამენტის მიერ ანაკლიაში დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ანაკლიაში თიკორი-ჭურიის მონაკვეთის სანაპიროს რეაბილიტაცია, ინერტული მასალის შეტანა და სანაპირო ზოლის გაგანიერება. პროექტი 2018 წლის მარტში დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დასრულდა. აღნიშნულ მონაკვეთზე სანაპირო ზოლი ინტენსიურად ირეცხებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ზოლსა და ამ მონაკვეთზე მდებარე „პატრიოტთა ბანაკს”. 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტი აზიის განვითრების ბანკის მიერ 18,448,942 ლარით ფინანსდება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანსა და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება. 2015 წელს დასრულდა ანაკლიის წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები და, ამჟამად, ანაკლიის მოსახლეობა უზრუნველყოფილია მუდმივი ხარისხიანი წყალმომარაგებით“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები