ტრაგედია ზესტაფონში – ზოვრეთში ავარიას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, 19 წლის გოგონა და 27 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები