„საქართველოს მელიორაცია“ სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.
„თელავის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მესამე დღეა, მძიმე ტექნიკა მუშაობს, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.
სამდღიანი მუშაობის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისგან დაგროვილი შლამისგან გაიწმინდა ანთოკისხევი, ლაგოდეხში მოწესრიგდა სოფელ მაწიმისა და ჭიაურის სავარგულები; სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურსა და ფშაველში; ასევე, ყვარელში წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე დურუჯის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა და მოწესრიგდა”,- აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში“.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, დაშრობითი სამუშაოები მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები