კობა ლურსმანაშვილი: ზესტაფონს ღირსეული კანდიდატი ჰყავს გიორგი გოგლიჩიძის სახით
მმართველი გუნდის ზესტაფონის მერობის კანდიდატის მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი სოფელ კლდეეთის მოსახლეობას შეხვდა.
ის ადგილობრივებს იმ რეფორმებსა და მიმართულებებზე ესაუბრა, რაც ქვეყანაში ხორციელდება. კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რა უპირატესობა აქვს სახელისუფლებო კანდიდატს და რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა გიორგი გოგლიჩიძეს.
,,ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ ზესტაფონს ღირსეული კანდიდატი ჰყავს გიორგი გოგლიჩიძის სახით. ის არის განათლებული, მებრძოლი კაცი და მას შეუძლია ზესტაფონის თავკაცობა, იმ დაწყებული პროექტებისა და პროგრამების ხელმძღვანელობა, რომლებიც ცენტრალური მთავრობის მიერ ხორციელდება. მას აქვს ამის პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, სწორად იქნება გამოყენებული. მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა ზესტაფონის მოსახლეობისთვის ისეთი ფორმით არ იყო მიწოდებული, როგორც ეს საჭირო იყო. ამიტომ გახდა აუცილებელი მერის ცვლილება. წარმოდგენილი კანდიდატი სრულად განახორციელებს მთავრობის პოლიტიკას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ხალხისთვის. მოსახლეობა ჩვენს თანადგომას ყოველთვის იგრძნობს”, – განაცხადა პარლამენტარმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.