უბედური შემთხვევა კახეთში – ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ერთ-ერთ ტბაში უბედური შემთხვევის შედეგად 24 წლის ბიჭი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა შემთხვევის დროს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელნაკეთი თევზის საჭერი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დაარტყა, შემდეგ კი დაიხრჩო.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები