პატრიარქი შესაძლოა, პენსიაზე გაუშვან – შეთქმულება საპატრიარქოში?

რა შეთქმულება მზადდება საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წინააღმდეგ და რატომ აპირებენ 3 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის პენსიაზე გაშვების საკითხის დაყენებას, – ამ საკითხზე და ეკლესიაში არსებულ დაპირისპირებაზე პორტალ „კვირას“ მამა ელიზბარ (დიაკონიძე) ესაუბრა.
მამა ელიზბარის ინფორმაციით, 3 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე, პატრიარქი შესაძლოა, პენსიაზე გაუშვან. როგორც სასულიერო პირი „კვირასთან“ აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია მან საპატრიარქოში მყოფ იმ პირებისგან მიიღო, ვინც პატრიარქს გულშემატკივრობენ.
მამა ელიზბარის განცხადებით, აუცილებელია პატრიარქის პენსიაზე გასვლის შესახებ ინფორმაცია გახმაურდეს და განგაში ატყდეს.
„ამ ჩვენს მთავრობას, ამ ჩვენს ხელისუფლებას ყელში ამოუვიდა მოხუცი პატრიარქის მოწოდებები, მით უმეტეს, ბოლო მოწოდება – უკანონობის დამკანონებელი თვითონაც უკანონოაო. 3 ივნისის სინოდის სხდომაზე შესაძლოა, დადგეს პატრიარქის პენსიაზე გასვლის, შესწავლის და შემდეგ სხდომაზე გამოტანის საკითხი. ამ განცხადებას უტყუარი მონაცემების სფუძველზე ვაკეთებ. ეს ინფორმაცია მაქვს ეკლესიიდან და საპატრიარქოდან.
მადლობა ღმერთს, საპატრიარქოში დარჩენილები არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თანაბარ დონეზე ხმის ამოღება. იქ არიან გულშემატკივარები და მათ მოგვიწოდეს, პატრიარქის პენსიაზე გასვლის შესახებ ინფორმაცია გახმაურდეს და განგაში ატყდეს, რადგან საქართველოს ეკლესია საბოლოო გათახსირებას და წაბილწვას გადარჩეს. ეკლესიაში საშინელი და საზიზღარი სიტუაციაა, იმაზე უფრო მყრალი, ვიდრე დღეს ხელისუფლებაშია. საქართველოს ეკლესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს წურბელებისგან, რომლებმაც თავი მოიყარეს პარლამენტში. ეკლესიაში რომ არის უბედურება ჩაბუდებული, ეგ არის საქმე, თორემ გარედან ვინ რას დამაკლებს, თუ ეკლესიაში, ოჯახში საქმე კარგად მაქვს“, – განაცხადა მამა ელიზაბარმა „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ეკლესიის ხელმძღვანელობა სურს, თუმცა მასზე ზეწოლა ხორციელდება.
„პატრიარქი ყოველთვის არის მოწოდებული, ეკლესიას მართავდეს საქართველოს პატრიარქი და არა სინოდური კანტორა, როგორიც ეს მოხდა რუსეთში პეტრე პირველის შემდეგ. პატრიარქზე ზეწოლა მიმდინარეობს. მოხუცი მარტოა დარჩენილი“, – აცხადებს მამა ელიზბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები