შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ავტოპარკის განახლებას განაგრძობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოს 2 ახალი სამაშველო და 1 სახანძრო მანქანა გადაეცა.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.
ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა მოსახერხებელია ვიწრო ქუჩებში სწრაფი გადაადგილებისთვის და აქვს ძლიერი ტექნიკური მახასიათებლები. უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, სრულად განახლდება მათი სამუშაო ფორმებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეტაპობრივად უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა, მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის ზრდა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები