“ყველა ორგანიზაციას გაეგზავნა წერილი გაფრთხილებით, არ გამოიყენონ აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკები”

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა ორგანიზაციას გაეგზავნა შესაბამისი წერილი გაფრთხილებით, რომ 9 მაისს არ გამოიყენონ კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკები.
“ყველა ორგანიზაციას გაეგზავნა შესაბამისი წერილი გაფრთხილებით, რომ არ გამოიყენონ კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები”, – აცხადებენ სუს-ში.
თბილისში, 9 მაისს, “გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით უკვდავთა პოლკის ინიციატივით მსვლელობა გაიმართება. ე.წ. უკვდავთა პოლკის წარმომადგენლები 9 მაისისთვის მსვლელობის გამართვას თბილისის გარდა ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები