გიორგი შენგელია: დღეიდან ზუგდიდში ქალაქისა და სოფლების მიმართულებით 15 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ მგზავრებთან ერთად იმგზავრა. 2019 წელს გამოშვებული ოთხი ახალი ავტობუსი ზუგდიდში ორი დღის წინ ჩავიდა, დანარჩენი 11 კი უახლოეს დღეებში ჩავა.

ახალი, ევრო ხუთის სტანდარტების ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.
„15 ახალი ავტობუსი იმოძრავებს ქალაქისა და სოფლების მიმართულებით. ამასთან, უკვე არსებული ავტობუსები განახლდება, დაემატება ახალი მიმართულებები და ჩვენი მოქალაქეები კომფორტულად იმგზავრებენ“, – განაცხადა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა.
ახალ ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება. ,,ისუზუს” მარკის ავტობუსები მარშრუტებზე დღეიდან გავიდნენ.
გიორგი შენგელიას მგზავრებმა სხვადასხვა პროექტზეც ჰკითხეს, მათ შორის, გზების რეაბილიტაციაზე. მერობის კანდიდატის განცხადებით, ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს, რაც 10 ახალი გზის მშენებლობასა და 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები