ფოთში ქალაქის დღე აღინიშნა

ფოთში ქალაქის დღე სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღნიშნეს. დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი დილიდან ნიკო ნიკოლაძის ძეგლის გვირგვინით შემკობით დაიწყო.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის საზღვაო აკადემიას, ფოთის მუნიციპალიტეტსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, 2020 წლისთვის ფოთში, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება დაიგეგმა, რომელიც ჰიდროტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საზეიმო ღონისძიებები დღის ბოლოს დასკვინითი კონცერტით დასრულდება.
ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, საკრებულოს წევრები, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები