ალექსანდრე მოწერელია : საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით საარჩევნო პროცესი რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მთავარი ამომრჩევლების უსაფრთხოებაა- ამის შესახებ მოწერელიამ ფოთში ფოთის ქალაქობის დღესასწაულზე სტუმრობისას განაცხადა.
“მდგომარეობა არის სტაბილური. ცალკეული წვრილმანი განცხადება ალბათ იქნება , თუმცა საზოგადოება ნათლად აფასებს , რაც არის შექმნილი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების დაცვა “,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.