ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შვილის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის განმარტებით, დანაშაულის ჩადენისას, სავარაუდოდ, ორი იარაღია გამოყენებული – “გეკოს” ტიპის თოფი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
თავად გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს ჩაინიშნა.
საზარელი მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ორი დღის წინ მოხდა. ომარ გამყრელიძემ ოთხი ადამიანი მოკლა, საკუთარი ცოლი კი დაჭრა. გამყრელიძე სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები