ვახტანგ ბერიძე : პრობლემებს ეტაპობრივად მოვაგვარებთ 

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხულოს მერობის  ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს  განაგრძობს. კანდიდატი დღეს ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულის მინთაძეების, ქურდულის, ახალი უბნის და ტუნაძეების სოფლის ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრისას მოქალაქეებმა შიდა სასოფლო გზების, სასმელი წყლის, სოფელში მინი სტადიონისა და ტუნაძეების სოფელში ცენტრალური სკვერისა და მინი სტადიონის გაკეთების საკითხები წამოჭრეს. მმართველი გუნდის კანდიდატი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაპირდა.
,,სოფლებში ძირითადი პრობლემა არის ჯანჯღნარისა და ლეკნარის იალაღებზე შუქის პრობლემა, მინთაძეებში, ტუნაძეებში, ქურდულში არის შიდა სასოფლო გზები მოსაწესრიგებელი, ამ სოფელში წყალი უკვე მოყვანილია, თუმცა შიდა ქსელური გაყვანილობაა მოსაწესრიგებელი, აღნიშნულ უბანში განვითარებულია მეწყერული პროცესი, ამიტომ სოფელში საჭიროა სპეციალისტების მიერ შესწავლა.  ცენტრალურ გზასთან ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩასატარებელი, გპირდებით, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, უფრო ეფექტურად და დროულად მოგვარდება ეს საკითხი. პრობლემებს ეტაპობრივად მოვაგვარებთ. არამარტო ამ სოფლებში არამედ, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ქურდულიდან ახალ უბანთან მოსვლამდე გზაზე მოხრეშვითი სამუშაოები დაწყებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე წელს რაღაც ნაწილი გაკეთდება ბეტონის საფარით, ხოლო სამომავლოდ სრულად დასრულდება”,- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
ვახტანგ ბერიძის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სოციალურ პროგრამებს.
ჩემი არჩევის შემთხვევაში, სოციალური პროგრამების მიმართულებით, ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და საჭიროებს სახელმწიფოს დახმარებას, გაეწევათ შესაბამისი დახმარება”,- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები