„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: აპრილში, თბილისში 7 281 ღიაკამერიანი, აკრძალული გაზდანადგარი ჩაიჭრა
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აპრილის საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. მხოლოდ გასულ თვეში, დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღიაკამერიანი აკრძალული, მკვლელი წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს. მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადგარები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე.
“ამ მხრივ, ყველაზე მეტი – 1441 ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს. ჩუღურეთში – 895, სანზონაში – 888, ისანი-ვაზისუბანში – 884, ნაძალადევში 729 ღიაკამერიანი საშიში დანადგარი გათიშეს ქსელიდან, გლდანში – 672, კრწანისის რაიონში – 451, მთაწმინდის რაიონში – 398, საბურთალოს რაიონში – 331, ვაკეში – 181, დიდუბეში კი 145 მკვლელი დანადგარი ჩაჭრეს, ნუცუბიძეზე – 131, დიღომში – 89.
აკრძალული ღიაკამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი წყნეთში დაფიქსირდა, სულ 46 შემთხვევა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეგახსენებთ, რომ ღიაკამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული. ნუ მოიხმართ ღიაკამერიან გაზდანადგარებს. გახსოვდეთ, CO კლავს! „ – აცხადებენ კომპანიაში.