მიხეილ გიორგაძე: მსხვილი სსიპ-ის შექმნა მის გაძლიერებას გულისხმობს და არა გაუქმებას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროს სსიპ-ების გაერთიანების პროცესი ემსახურება სამინისტროს მმართველობის ეფექტურობის გაზრდას.

“სსიპ-ების გაერთიანების პროცესი პირველ რიგში, ემსახურება ერთი მხრივ სამინისტროს მმართველობის ეფექტურობის გაზრდას და მეორე მხრივ იმ დარგობრივი და სექტორული სსიპ-ების გაძლიერებას, რომლებიც შესაბამის დარგებზე ზრუნვას კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტულობას შესძენენ. ვფიქრობ რომ ერთმნიშვნელოვნად ეფექტი მხოლოდ დადებითი ექნება ამ ცვლილებებს და ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო, უბრალოდ უსაფძვლო არის, იმიტომ რომ აქცენტირება კეთდება რაღაცის გაუქმებაზე და არა რაც რეალურად ხდება – რაღაც ახლის და უკეთესის შექმნაზე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავითარ შემთხვევაში ამ გაერთიანების თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება ან რომელიმე კადრის დაკარგვა. მე არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია რომ როგორც ხელმძღვანელებს, ასევე მათთან მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, სსიპების კოლექტივებს ძალიან ვაფასებ. ვაფასებ მათ კომპეტნციასა და გამოცდილებას, შესაბამისად ეს ცვლილებები ნამდვილდ არ არის მიმართული იმისკენ, რომ საკადრო ოპტიმიზაცია მოხდეს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი და კომპეტენტური კადრები გვყავს და არ უნდა დავკარგოთ ისინი. ბუნებრივია რომ ეს კოლექტივები ახალ გაერთიანებაში მოიაზრებიან.”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციები გამსხვილდება და გაძლიერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები