ბებიამ 10 წლის შვილიშვილს სცემა – მოზარდს კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა

თელავის მუნიციპალიტეტში მეხუთე კლასის მოსწავლეს საკუთარი ბებია ფიზიკურად გაუსწორდა. ბიჭი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს ბებიამ ფიზიკური შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენა, რომ კომპიუტერს დიდ დროს უთმობდა. მოზარდს ბებია ზრდის, რადგან ბავშვის მშობლები საზღვარგარეთ იმყოფებიან.

საქმეში კახეთის სოციალური სამსახურია ჩართული და ბავშვი ამ დროისთვის მამიდასთან არის გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები