გივი მოდებაძე ჭიათურის მაღაროს თანამშრობლებს: თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისზეც დგას ჩვენი ქალაქი, თითოეული თქვენგანის შრომა და ღვაწლი დასაფასებელია
ჭიათურის მერობის მმართველი პარტიის კანდიდატი, გივი მოდებაძე კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოდებაძემ კომპანიის თანამშრომლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ის აქტიურად ითანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობასთან.
,,თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისზეც დგას ჩვენი ქალაქი. თითოეული თქვენგანის შრომა და ღვაწლი დასაფასებელია, როგორც სამშობლოს, ისე თქვენი ოჯახების წინაშე. გამარჯვების შემთხვევაში, მე კანონის ფარგლებში, მაქსიმალურად ვითანამშრომლებ “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობასთან და ჩვენ ერთობლივად ბევრ სიკეთეს გავაკეთებთ ჭიათურისთვის”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.