საგარეჯოში მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი კვლავ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

ცნობისათვის, პაციენტს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა შეყვანისთანავე მძიმე იყო. მას თავის არეში მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 76 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გუშინ გადმოიყვანეს. სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია.

ომარ გამყრელიძეს საგარეჯოს პოლიციაში ბრალს დღეს წარუდგენენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები