შსს „მსოფლიო რბენასთან“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
შს სამინისტრო საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 5 მაისს, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.
ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე”,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.