ევროპის დღეებთან დაკავშირებით, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, თბილისში, ევროპის მოედანზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 4 მაისის 24:00 საათიდან 6 მაისის 06:00 საათამდე, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მათივე ცნობით, შესაბამისად, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები