მარიამ ქვრივიშვილი: ტურისტულ ადგილებში სველი წერტილების პრობლემა მალე აღმოიფხვრება
ტურისტულ ზონებში სველი წერტილების პრობლემის ეფექტიანად დარეგულირებისთვის, მისი მართვა კერძო სექტორს უნდა გადაეცეს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მიმიდინარეობს დაგეგმარება და აღნიშნული პრობლემა მალე აღმოიფხვრება.
„ერთ-ერთ პირველი, რასაც ხელი მოვკიდეთ ბოლო ორი თვის განმავლობაში, არის სველი წერტილების პრობლემების იდენტიფიცირება. იდენტიფიცირებულია 70 ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილი რეიგონებში, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი ხვდება. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, თუ რამდენი დრო და ფინანსური რესურსი დასჭირდება ამ ყველაფრის რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაში გაშვებას. ვხედავთ, რომ ეს უნდა იყოს ე.წ. საჯარო-კერძო მმართველობის მოდელი, ანუ მართავში უნდა გადაეცეს კერძო სექტორს, რადგან ეს არის ცალსახად კომერციული საკითხი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.