კახა კალაძე: კლდეებს დამჭერი ბადეებით აქტიურად ვამაგრებთ

თბილისის მერი, კახა კალაძე თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კლდის დამჭერი ანალოგიური ბადეები ყველგან უნდა დამონტაჟდეს, სადაც ამის აუცილებლობაა.
“ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით თამარ მეფის ხიდთანაც, სადაც ანალოგიური პრობლემა გვაქვს და იქ გაკეთდა სპეციალური დამჭერი სისტემა, ასეთივე გაკეთდა თამარაშვილზე და ამან ძალიან კარგად იმუშავა – დაიჭირა ჩამოცვენილი ქვა, თუმცა ძალიან დიდი მასა იყო წამოსული. შემდგომი სამუშაოებისთვის უნდა გაკეთდეს ანალოგიური დამჭერი ბადე, რომ ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ. სადაც არის ანალოგიური პრობლემები, გვაქვს ერთი და იგივე მიდგომა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები