რას ურჩევს წინასაარჩევნოდ მეუფე გერასიმე ზუგდიდელ მრევლს (ვიდეო)

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მონაწილე მრევლს გაერთიანებასა და ერთსულოვნებისკენ მოუწოდებს . ამის შესახებ მიტროპოლიტმა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“კანდიდატის მხარდამჭერებს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. როგორც ეკლესიაში ვართ ჩვენ გაერთიანებულები , ასევე უნდა იყოს საზოგადოება და ქვეყანა გაერთიანებული. ყოველთვის გვახსოვდეს პატრიარქის სიტყვები: ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს . ერთსულოვნება არის ჩვენი მთავარი საწინდარი, როგორც ეკლესიაში, ისე ჩვენს ცხოვრებაში”,- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები