CCTV7 საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიისა და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს, ვენ ჩენგუისა და ტელეკომპანია CCTV7 წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„აღსანიშნია, რომ შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია CCTV7 საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე, ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს.
ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს“,- აცხადებენ სამინისტროში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები