მეუფე იაკობი დავით გარეჯზე: ცივილიზებულად უნდა გავარკვიოთ საზღვრის საკითხი

“მე გასაგებად ვთქვი, რომ აგრესია არ უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს”, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. რაც შეეხება დავით გარეჯის ლავრაში მიტროპოლიტ იობის მწვავე ქადაგებას – მეუფე იაკობი ამბობს, რომ მას ქადაგება არ მოუსმენია.
მეუფე იაკობი უახლეს დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და თავისი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს.
„რაც არ მომისმენია, რა გითხრათ. მე გასაგებად ვთქვი, რომ აგრესია არ უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ცივილიზებულად უნდა გავარკვიოთ საზღვრის საკითხი. ჩემი აზრი ასეთია. თქვენ, მგონი, ხედავთ, მუფთებთან, შეიხებთან როგორი ურთიერთობები გვაქვს. კომისია სულ იყო, 28 წლის მანძილზე იყო, მაგრამ, ალბათ, ისეთი ხალხი უნდა იყოს კომისიაში, ნდობა ჰქონდეთ ხალხის. ჩვენი მხარე ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. არ არის ეს ამ ხელისუფლების პრობლემა, ყველა ხელისუფლებას პრობლემა ჰქონდა მაგასთან. მთავარია, კომისიაში ჩვენთვის სანდო ხალხი იყოს. მე, მაგალითად, ყველას არ ვენდობი. სხვისთვის შეიძლება, სანდო იყოს, მაგრამ მე მაქვს მყარი მოსაზრებები, რატომ არ შეიძლება ზოგიერთის იქ ყოფნა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები