წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზა რეაბილიტირდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ 7-კმ 14,2) მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთმანეთთან წალენჯიხასა და ობუჯის აკავშირებს.
„გზა დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი დაზიანებული გზით სარგებლობა ყოველდღიურად უქმნიდა დისკომფორტს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 7 კმ-იან მონაკვეთზე გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 657 200 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, წალენჯიხისა და ობუჯის დამაკავშირებელი გზა უსაფრთხო და კომფორტული გახდება“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები