პრემიერი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.
„დღეს მთელი დემოკრატიული სამყარო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პრესის თავისუფლება დღევანდელი, განვითარებული მსოფლიოს უდიდესი მონაპოვარია და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ვულოცავ ქართველ ჟურნალისტებს დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები