გიორგი გოგლიჩიძე “საქკაბელის” თანამშრომლებს შეხვდა

ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, სააქციო საზოგადოება “საქკაბელის” თანამშრომლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. გოგლიჩიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებაში მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული.
“მეამაყება, როდესაც თქვენს პროდუქციას ვხედავ ხარისხიანსა და მოთხოვნადს ნიშნით – ,,დამზადებულია საქართველოში” იმიტომ, რომ ეს კეთდება ზესტაფონში და თქვენ ქმნით ამ პროდუქციას “, – მიმართა გიორგი გოგლიჩიძემ “საქკაბელის” თანამშრომლებს.
დღესვე, მმართველი გუნდის კანდიდატი მოსახლეობას სხვადასხვა უბანში შეხვდა და ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები